"გუნდში არსებულ უთანხმოებაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ და სასამართლოს თემა ამით არ უნდა დავაზიანოთ“- მამუკა მდინარაძე

15:30 01-12-2019
35

მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თემაზე კონსენსუსი თუ ადვილად მიიღწევა, ეს ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე შეთანხმების რესურსიც არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე კონსენსუსი ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებას გაანეიტრალებს და შეანელებს.

„შემთხვევით არ გვითქვამს, რომ ის არის ცალკე, დამოუკიდებელი თემა, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საკითხს დაუკავშირდა. ვფიქრობ, ისევ სასამართლოს დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, არ არის ნამდვილად ეს ის თემა, რომელზეც ვინმემ, რომელიმე პოლიტიკოსმა უნდა ილაპარაკოს და პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ყველაფერი ნათელია. კონსენსუსი თუ ადვილად მიიღწევა კრიტერიუმების თემაზე, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზე შეთანხმების რესურსი არსებობს, თუმცა სხვა საკითხებზე შეთანხმების რესურსზე, გუნდში არსებულ უთანხმოებაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ და სასამართლოს თემა ამით არ უნდა დავაზიანოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.