დიმიტრი ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სასამართლოს და საზოგადოებას

14:49 01-12-2019
16

დარწმუნებული ვარ, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სასამართლოს და საზოგადოებას - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. 

დეპუტატის თქმით, გარდა იმისა, რომ ახალი კრიტერიუმებით მოხდება სამართლიანი შერჩევა, ასევე, პარლამენტი კონკრეტული კანდიდატების მიმართ მიიღებს კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

"არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც გარკვეულ სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს. ეს გულისხმობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებისა და დაინტერესებული ექსპერტების მონაწილეობას. ეს საკმაოდ ფართო ფორმატი არსებობს და ამ ფორმატში იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. ეს იქნება ორგანული კანონი, რომელიც ძალიან მაღალ სტანდარტს შემოიტანს იმისთვის, რომ კრიტერიუმები არ იყოს სუბიექტური და ინტერპრეტირებადი. რისკი იმისა, რომ იგივე კანდიდატები კვლავ მოხვდნენ სიაში, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ კრიტერიუმები არის ერთი ეტაპი, სადაც მოხდება სამართლიანი შერჩევა და მეორე არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი კონკრეტული კანდიდატების მიმართ. ამ შემთხვევაში ეს იქნება დაბალანსებული და მე დარწმუნებული ვარ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სასამართლოს და ჩვენს საზოგადოებას".

ავტორი: ნინო რაზმაძე