დავით სერგეენკო ქვეყანაში შემოტანილი „ტამიფლუს“ ახალი მარაგის განაწილების პროცესს დაესწრება

14:43 01-12-2019
45

ტამიფლუს გადაცემა 16:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოხდება.

„ქვეყანაში შემოტანილი „ტამიფლუს“ ახალი მარაგის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.