შსს პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ფაქტს იძიებს - რა მოხდა ვანში

14:39 01-12-2019
914

ვანის მუნიციპალიტეტში, სამართალდამცველები და პროკურატურის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელჩართული ჩხუბს, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებულ რესტორანში მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე იძიებს.

როგორც პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი.

 

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე