პარიზში ძლიერი აფეთქების შედეგად 20-მდე ადამიანია დაშავებული (ვიდეო)

14:04 01-12-2019
84

პარიზში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამის შესახებ BBC იუწყება.

წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე 20 ადამიანია დაშავებული პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად.

აფეთქება ტრევიზის ქუჩაზე, ერთ-ერთ კომერციულ ფართში მოხდა. მძლავრმა აფეთქებამ დააზიანა ავტომობილებიც და მიმდებარე შენობებიც. პოლიციას ეჭვი აქვს, რომ აფეთქება შესაძლოა გაზის გაჟონვას გამოეწვია.

მართალია, პარიზში დემონსტრაციების მორიგ ტალღას ელოდებიან, თუმცა, ამ შემთხვევას ჯერჯერობით დემონსტრაციებს არ უკავშირებენ

რამდენიმე თვითმხილველის განმარტებით, მათ უთხრეს, რომ აფეთქება ტერაქტს არ უკავშირდება.

​20 დაჭრილიდან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია, შვიდმა კი სერიოზული ჭრილობები მიიღო.

საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება

სამაშველო ოპერაციებში 200 მეტი მახანძრეა ჩართული