გორში სასურსათო მაღაზიიდან სათვალთვალო კამერები მოიპარეს

13:36 01-12-2019
2860

გორში, შინდისის გზატკეცილზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს.

თვითმხილველების თქმით, მოპარულია მაღაზიის სათვალთვალო კამერები.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამ წუთებშიც მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, სიგარეტი და თანხაა წაღებული.

გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

 

ავტორი: მახო მიქელაძე