თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე "ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს

13:09 01-12-2019
93

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან, რომლებმაც გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაზიანებულია „ჰარდ როკ კაფეს“ შესასვლელი კარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.