"გუნდურობის პრინციპი არაერთგზის დაირღვა ამ დღეების განმავლობაში - ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები"- ირაკლი კობახიძე

12:33 01-12-2019
14

გუნდურობის პრინციპი დაირღვა, სამწუხაროდ, არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს "პრაიმტაიმის" კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა და განსხვავებულ მოსაზრებებს პატივს სცემენ.

"ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა. უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ვადებთან, სიასთან და ა.შ. არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი სანქცირების ან რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღების საკითხი. გუნდის შიგნით ჩ/ვენ პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას. აზრთა სხვადასხვაობა ვერ გახდება სანქციების და მსგავსი მიდგომის გამოვლენის საფუძველი. შეიძლება ასეთი რამ დღის წესრიგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგეს დღის წესრიგში, თუ რომელიმე მათგანი, დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. 

ეს პრინციპი დაირღვა სამწუხაროდ, არაერთგზის ამ დღეების განმავლობაში,შევხედავთ, არ ვჩქარობთ, ვნახავთ როგორ გაგრძელდება პროცესები. 

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დეპუტატი, ვინც არის საპარლამენტო უმრავლესობაში წარმოდგენილი დაიცავს პრინციპს გუნდის ინტერესების შესაბამისად,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელია განცხადებას, რომ ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს და „ნათელს მოჰფენს ყველაფერს“, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ არსებობს სინამდვილე, რაზეც საუბარი ყველას შეუძლია. 

"მე კონკრეტულ დეპუტატებთან პოლემიკაში ვერ შევალ ,ეს არ არის ჩემი ფუნქცია და მისია. რაც შეეხება, ნათელის მოფენას, არსებობს ობიექტური სინამდვილე და ამაზე ყველას შეგვიძლია საუბარი. ეს მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული ჯერ კიდევ  ზაფხულში, ეს არ უკავშირდებოდა სასამართლოს თემას, მითუმეტეს მოსამართლეების არჩევასა და შერჩევას. არანაირი კავშირი ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ამ საკითხებთან, სულ სხვა საკითხებთან იყო დაკავშირებული გადაწყვეტილება ქალბატონი ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტიდან წასვლის თაობაზე.  სხვა საფუძველი ჰქონდა,სამწუხაროდ, არასწორი სარჩული  დაედო იმ გადაწყვეტილებას,"-განაცხადა კობახიძემ.