რუსთავის მერმა სტუდენტებთან ერთად რუსთავიდან თბილისამდე მატარებლით იმგზავრა

11:07 01-12-2019
1277

რუსთავის მერმა სტუდენტებთან ერთად რუსთავიდან თბილისამდე 50 თეთრად იმგზავრა.

ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა,რუსთაველ სტუდენტებთან ერთად რუსთავიდან თბილისში მატარებლით გადაადგილდება.

ქალაქის მერმა დღეს დილიდან დედაქალაქის მიმართულებით ალტერნატიული ტრანსპორტი მოსინჯა.

ქალაქის მერის თქმით,მატარებელი ,შესაძლოა,ახალგაზრდებისთვის ალტერნატიული ტრანსპორტი გახდეს. ამისთვის მუნიციპალიტეტი მგზავრთა ნაკადის გადაყვანას მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ უზრუნველყოფს.

ქალაქის პირველი პირი მგზავრთა ნაკადითაც დაინტერესდა და შესაძლო ნაბიჯებზე იმსჯელა.

 

ავტორი: მარი მშვენიერაძე