მერაბ ნინიძე ახალ ფილმში ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს

00:59 01-12-2019
134

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ახალ ფილმში „შერლოკისა“ და „იმიტაციის თამაშის“ ვარსკვლავთან, ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის როლს შეასრულებს მერაბ ნინიძე.

IMDb-ის მიხედვით, რეჟისორ დომენიკ კუკის ფილმი Ironbark-ი ეკრანებზე 2019 წელს გამოვა.

ფილმი ცივი ომის პერიოდს ეხება, რომელშიც ჯაშუში გრევილ უეინი რუს აგენტთან ერთად კუბის სარაკეტო კრიზისის დასრულებას ცდილობს.