ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას დარბაზში ხელჩართული ჩხუბი დაიწყო

21:30 01-11-2019
855

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას დარბაზში ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. 

კონფლიქტში როგორც სპორტსმენები, ასევე გულშემატკივრები იყვნენ ჩართული. თბილისის სპორტის სასახლეში მასშტაბური ჩხუბი რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ინციდენტი ფინალური ბლოკის შეხვედრისას დაიწყო როდესაც ერთმანეთს რობერტ კობლიაშვილი და ზურაბ დათუნაშვილი ხვდებოდნენ. დათუნაშვილი რომელიც ორთაბრძოლას აგებდა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე პრეტენზიებს მსაჯების მიმართ გამოთქვამდა. უკმაყოფილება მალევე გადაედო სხვა სპორტსმენებს მწვრთნელებს და გულშემატკივრების ტრიბუნას. მომხდარზე ჯერჯერობით განმარტებები არ გაკეთებულა.