ზუგდიდში თოვლის ბაბუის მოპარვისთვის ბრალდებულს 2 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

17:54 01-11-2019
81

ზუგდიდის „მაკდონალდსში“ რამდენიმე დღის წინ თოვლის ბაბუის მოპარვაში ბრალდებულ ახალგაზრდას, 1985 წელს დაბადებულ თ.ხერძიანს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, რომელიც ბრალდებულისთვის განაჩენის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანასა და გირაოს შეფარდებას გულისხმობდა.

ბრალდებულმა ახალგაზრდამ აღიარა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. მოპარულ თოვლის ბაბუას კვების ობიექტს დაუბრუნებენ.

ზუგდიდის“მაკდონალდსის“ ფილიალიდან თოვლის ბაბუა რამდენიმე დღის წინ მოიპარეს, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს ცხელ კვალზე სამართალდამცავებმა დააკავეს. მის მიმართ საქმე სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: თეა შონია