ბათუმში 60 წლის მამაკაცი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

15:18 01-11-2019
586

60 წლამდე მამაკაცი "მედ-ცენტრში" რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით "მამაკაცს სხვა ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა და კლინიკას დაგვიანებით მიმართა." პაციენტმა სტაციონარს დეკემბრის ბოლოს მიმართა.

უწყების ინფორმაციით ამბულატორიული მიმართვიანობის სტატისტიკა შემცირებულია. ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში 20 პაციენტია მოთავსებული.

აჭარაში H1N1 ვირუსით გარდაცვალების უკვე მე-5 შემთხევაა, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა.