ვლადიმერ ბოჟაძე: სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა წარიმართოს ნებისმიერი პოლიტიკური ინტერსების გათვალისწინების გარეშე

14:31 01-11-2019
38

სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი უნდა წარიმართოს ნებისმიერი პოლიტიკური ინტერსების გათვალისწინების გარეშე - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" წარმომადგენელი ვლადიმირ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესში ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე. ეს პროცესი უნდა წარიმართოს ნებისმიერი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ამის შანს მმართველი გუნდის ლიდერის განცხადება იძლევა, ჯერი ახლა საზოგადოებაზე და პარლამენტზეა" - წერს ბოჟაძე.