ენდი მარის ემოციური პრესკონფერენცია - ბრიტანელი ჩოგბურთელი კარიერას ასრულებს (ვიდეო)

14:31 01-11-2019
55

ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარიმ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ტურნირი მისთვის შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს.

- ამ ტურნირზე ითამაშებთ?

- დიახ, ვითამაშებ, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორზეც მინდა. მაგრამ საქმე უფრო რთულადაა. მე უბრალოდ არ მსურს ასეთ დონეზე თამაში. როგორც ადრე ვთქვი, ყველაფერი გავაკეთე რომ ტრავმისგან თავი დამეღწია, მაგრამ არაფერი გამომივიდა. დეკემბრის მეორე ნახევარში, ჩემი გუნდის წევრებს ველაპარაკე და ვუთხარი, რომ ასე გაგრძელება არ შემიძლია, ტკივილები მაწუხებს და წარმოდგენა არ მაქვს ეს როდის მორჩება. ვგრძნობდი, რომ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიმეღო და მათ ვუთხარი, რომ უიმბლდონზე თამაში შემეძლო, სწორედ აქ მსურდა კარიერის დასრულება, მაგრამ საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე მეგონა. ახლა დარწმუნებული არ ვარ, რომ ამდენი ხანს გავძლებ.

- შეიძლება ითქვას, რომ ეს თქვენი ბოლო ტურნირია?

- დიახ... ალბათობა დიდია. როგორც უკვე გითხარით, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ტკივილებით კიდევ 4-5 თვე ვითამაშებ. არის ვარიანტი, რომ კიდევ ერთი ქირურგიული ოპერაცია გავიკეთო, ეს ტკივილების შემსუბუქებაში დამეხმარება. ამაზე სერიოზულად ვფიქრობ. არაერთი სპორტსმენი დაბრუნებულა მსგავსი ოპერაციის შემდეგ, მაგრამ გარანტია არ არსებობს. ამ ოპერაციას არა კორტზე დასაბრუნებლად, არამედ ნორმალური ცხოვრებისთვის ვიკეთებ.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე