ამირან სალუქვაძე: "სასამართლო სისტემას ესაჭიროება გაჯანსაღება და არა დანგრევა"

13:47 01-11-2019
36

 თუ არ გვაქვს იმის შნო, რომ სასამართლო სისტემა შევქმნათ, რომელ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ? - ამის შესახებ ანატალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, სასამართლო სისტემას ესაჭიროება გაჯანსაღება და არა დანგრევა. 

"დღეს ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ ოცნებაში მიმდინარე დაპირისპირება. გუშინწინ, გადაცემაში, მომიწია ამ საკითხის კომენტირება, რამდენადაც მესმის ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს, სასამართლო სისტემის მნიშვნელობა, მიზანშეწონილია ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ და არ გახდეს პოლიტიკური ბატალიების საგნად.

სასამართლო სისტემას ესაჭიროება გაჯანსაღება და არა დანგრევა. ჩემთვის არაა მისაღები უცხოელი მოსამართლეების მოწვევაც. თუ არ გვაქვს იმის შნო, რომ სასამართლო სისტემა შევქმნათ, რომელ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ?

დაფიქსირებული პოლიტიკური ძალების პოზიციები, გარკვეულია საზოგადოების პოზიციაც. გუშინ გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის წერილიც ამ თემაზე. ყველა ამ პოზიციებში ნათლად ჩანს, რომ საჭიროა მოხდეს შეტანხმება ამ საკითხის ირგვლივ.

როგორც ჩანს არავინ აპირებს არავის ხერხემლის გადამტვრევას. დაველოდოთ საგაზაფხულო სესიას. მანამდე, ვისაც ხელეწიფება, შეიმუშავეთ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და მიაწოდეთ პარლამენტს. როგორც გადაცემაში აღვნიშნე, წარმოდგენილ სიაში, ასევე სასამართლო სისტემაში არიან ადამიანები, რომელთა მიმართ პრეტენზიები არ არსებობს.

მიწისძვრის დროს სახლს ვერ ააშენებ. სასამართლო სისტემა ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. შესაბამისად დავუწიოთ დუღილის ტემპერატურას, ამავე დროს ფხიზლად მივადევნოთ თვალი პროცესებს" - წერს ამირან სალუქვაძე.