"პარტიის ლიდერი აბსოლუტურად ადეკვატურია და მტკიცედ დგას არსებული გამოწვევების წინაშე" - ნიკოლოზ მეტრეველი

13:26 01-11-2019
363

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებიდან რამდენიმე მარტივი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ:

1. გამოჩნდა, რომ პარტიის ლიდერი აბსოლუტურად ადეკვატურია და მტკიცედ დგას არსებული გამოწვევების წინაშე.

2. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ივანიშვილს აქვს საკუთარი გეგმა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების, რომელიც თანხვედრაში იქნება ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების პოზიციასთან ამ საკითხში.

განცხადება იყო ცალსახა გზავნილი - სასამართლო რეფორმა წავა სწორი გზით, ამ თემაზე იაფფასიანი სპეკულაციები აზრს კარგავს" - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.