ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს ციხეში მყოფ შოაიფ ბორზიევს კვლავ ინტერპოლი ეძებს

13:22 01-11-2019
162

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ შოაიფ ბორზიევზე კვლავ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ინტერპოლი მას ტერორიზმის ბრალდებით წითელი ცირკულარით ეძებს. შესაბამისი ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ამ დრომდე ხელმისაწვდომია.

ცნობილია, რომ აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრი შოაიფ ბორზიევი 2017 წლის ნოემბერში ქართველმა სამართალდამცავებმა ბერი გაბრეილ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს დააკავეს. სასამართლომ ის საერთაშორისო ტერორიზმში დამნაშავედ სცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაბამისად უკვე ერთ წელზე მეტია ბორზიევი საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.