ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მაშველები

საზოგადოება 1711651363

ვინ არის ზვავში მოყოლილი 48 წლის მამაკაცი - ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია დილიდან მიმდინარეობდა

11:35 საათი - 112-ში ზვავში მოყოლილი მამაკაცის შესახებ შეტყობინება შევიდა. ბაკურიანში, ციხისჯვარის გზის მიმდებარედ, მაშველებმა ძებნა-შველის ოპერაცია დაიწყეს. 5 კაციანი ჯგუფიდან თოვლის მასას თავი 4-მა დააღწია, 48 წლის მამაკაცს დილიდან ეძებდნენ. ის მეგობრებთან ერთად ბურანების ტურში იმყოფებოდა, რა დროსაც მთიდან თოვლის მასა მოწყდა და ახალგაზრდა კაცი მოიყოლა."კურიერმა" დაკარგულის ვინაობა გაარკვია. ის ბაკურიანში მცხოვრები დიტო გოგოლაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცი სპორტსმენია და ბურანის მართვის გამოცდილებაც ჰქონდა, რასაც მის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოებიც ადასტურებს.სამძებრო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რთული რელიეფის გამო აუცილებელი გახდა. დამატებითი სამაშველო ჯგუფი ბაკურიანში თბილისიდანაც ჩავიდა. ძებნა-შველის ოპერაცია პირველ ეტაპზე განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველებმა დაიწყეს. ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობდა დრონებითაც.მთიდან ჩამოწოლილ თოვლის მასაზე ადგილობრივი მედია და ბაკურიანის განვითარების სააგენტო რამდენიმე ფოტოს ავრცელებს. ამ ფოტოებზეც კარგად ჩანს მთიდან მოწყვეტილი და ასობით კვადრატზე ჩამოსული თოვლის მოცულობა.სამაშველო სამსახურის დასახმარებლად ადგილობრივები ბაკურიანიდანაც წავიდნენ. სამძებრო ოპერაციას რთული კლიმატური პირობები და შემთხვევის ადგილის მდებარეობა ართულებს. ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა ვერ შედის, ამის გამო კი თოვლის საფარის გაწმენდა ცოცხალ ძალას უწევდა.სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი გადაიყვანა.სამძებრო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ზვავსაშიშროების გამო ძებნა-შველის სამუშაოები დროებით შეჩერებულია.

კვარაცხელია

სპორტი 1711651155

„არ დაგავიწყდეთ, რომ კვარაცხელია ჰყავთ“ - GOAL.COM-მა ჩემპიონატის პირველადი რეიტინგი შეადგინა

ცნობილმა საფეხურთო პორტალმა Goal.com ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა პირველადი რეიტინგი შეადგინა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბოლო – 24-ე ადგილი მიუჩინა. კლასიფიკაციის სათავეში საფრანგეთის ნაკრები იმყოფება, მე-2 ადგილზე კი პორტუგალიაა, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე იქნება. სხვა მოწინააღმდეგეთაგან თურქეთს მე-13 პოზიცია უკავია, ჩეხეთი კი მე-17-ეა. „შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ევრო 2014-ის ყველაზე მოულოდნელი მონაწილეა. მათ საკვალიფიკაციო ციკლში მხოლოდ 2 მატჩი მოიგეს, 8 შეხვედრაში 8 ქულა მოაგროვეს და მე-4 ადგილი დაიკავეს, სამაგიეროდ, ერთა ლიგის შედეგებით პლეი-ოფში მოხვდნენ და შანსი გამოიყენეს.საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ლუქსემბურგს ბუდუ ზივზივაძის დუბლის წყალობით სძლია, საბერძნეთთან ფინალში კი გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც გადამწყვეტი დარტყმა ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა და თბილისში ზეიმის გიჟურ სცენებს დაუდო სათავე.გერმანიაში დაგეგმილი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი იქნებიან და დებიუტანტისგან ალბათ, ბევრს არც არაფერს უნდა ველოდეთ, თუმცა, არ დაგვავიწყდეს შემდეგი: მათ ჰყავთ ნაპოლის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, საოცარი გარემარბი, რომელსაც ჯადოქრული მომენტების შექმნა შეუძლია“,- წერს გამოცემა.წყარო:

ირაკლი ლატარია

პოლიტიკა 1711650968

ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ

გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.... მართლა მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.ლატარიას თქმით, გვარამიას პროკურორობის დროს მძიმე პერიოდი ჰქონდათ ახალგაზრდებს, რადგან პროკურატურის მკაცრი მითითების საფუძველზე, ყველანი მიდიოდნენ ციხეში, ასევე ყველაზე მეტმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.„ეს არის ფაქტები.. გვარამიას პროკურორობის დროს: - საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი პატიმარი გვყავდა.. - საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი თიინ-ეიჯერი მოხვდა ციხეში, მარიხუანის მხოლოდ და მხოლოდ გასინჯვისთვის. - საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ტელევიზია იქნა დარბეული. - საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მეტი ბიზნესი იქნა ჩამორთმეული. - საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მძიმე პერიოდი ჰქონდა ყველა ახალგაზრდას, ქუჩაში გასვლის ეშინოდათ, რადგანაც პროკურატურის მკაცრი მითითების საფუძველზე, ყველანი მიდიოდნენ - ციხეში.. ყველანი... აი ამ ყველაფრის შემდეგ, ის ახალგაზრდები მაინტერესებს, რომლებიც გვარამიას გვერდით დგანან დღეს და ლიბერალიზმზე აქვთ პრეტენზია. გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.... მართლა მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ - გვარამია არის ჩვეულებრივი დიქტატორი, რომელსაც შეუძლია დასისხლიანებული თვალების გამოც კი 16 , 17 წლის მოზარდი ჩასვას ციხეში მინიმუმ 10 წლით.... ეს ყველაფერი არის ფაქტები რაც მე დავწერე და თუ რომელიმე სიტყვაში არის ერთი პროცენტი მაინც სიცრუე - მზად ვარ ბოდიში მოვიხადო.. და ყველაზე საშინელი სტატისტიკა რასაც ყოველთვის ვერიდები აღვნიშნო... გვარამიას პროკურორობის დროს, ყველაზე მეტმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე - თვითმკვლელობით!!! და ეს გვარამია დღეს ბედავს და ხმას იღებს? ეს გვარამია? და ამ გვარამიას იცავს ვინმე?“- წერს ლატარია.

ნაკრები

სპორტი 1711650897

„გუნდი, რომელიც მუდმივად იზრდება“ - პორტუგალიური გამოცემა საქართველოს ნაკრებზე

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას! ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთადაა.პოპულარული და ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა A BOLA თავიანთი ქვეყნის მეტოქეებს განიხილავს. ავტორი სტატიაში საქართველოს ნაკრების დადებით და უარყოფით მხარეებზე წერს. „პლეი ოფში გასვლა აუცილებელი იყო, მაგრამ ეს საქართველოს დამსახურებას არ აკნინებს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას პირველად მიიღებს. ეს არის გუნდი, რომელიც ვილი სანიოლის დანიშვნის შემდეგ, 2021 წლიდან მუდმივად იზრდება. საქართველო პლეი ოფში ერთა ლიგის D დივიზიონიდან გავიდა, რომელშიც 6 შეხვედრაში 5 მოგება და 1 მარცხი დააგროვა.პოპულარული პორტუგალიური გამოცემა მომავალ მეტოქეზეც წერს.„მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ მათ ფეხბურთელებზეც.  ვალენსიის მამარდაშვილი ევროპაში ყველაზე მოთხოვნადი მეკარეა, მიქაუტაძე მეცში თამაშობს და არაპროგნოზირებადი თავდამსხმელია, მთავარი ლიდერი კი ხვიჩა კვარაცხელიაა. ნაპოლის მოთამაშე გუნდის მამოძრავებელი ძალაა და ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია მსოფლიოში. მისი კრეატიულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეუძლებელია არ შეამჩნიო ამ ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტების ნაკლოვანებები. საქართველო, ფეხბურთელების ფასების მიხედვით, ბოლოდან მესამე ადგილზეა ამ ტურნირზე - მოთამაშეების ღირებულება 150 მილიონი ევროა, საიდანაც 80 მილიონი ევრო ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასია. საკლუბო ფეხბურთის კუთხით ამ გუნდის ფეხბურთელებს მაღალ დონეზე გამოცდილება აკლიათ, საერთაშორისო ასპარეზზე კი საერთოდ არ აქვთ. 1:7 მარცხმა ესპანეთთან აჩვენა, რომ მათ არანაირი პასუხი არ ჰქონდათ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მუდმივად იგებს ტიტულებს. ეს არის ნაკრები, რომელსაც კარგი სათამაშო პრინციპები და შრომისმოყვარეობა აქვს, მათი ყველაზე სუსტი წერტილი კი გამოუცდელობაა", - წერს პორტუგალიური გამოცემა.წყარო:

ფეხბურთი

სპორტი 1711650762

"ბევრმა ემიგრანტმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოსულ გულშემატკივარს შეიფარებს..." - სოცქსელში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა

მას შემდეგ, რაც საბერძნეთი დავამარცხეთ, ევრო 2024-ის ბილეთებზე უნდა ვიფიქროთ.  UEFA-მ საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია უკვე განათავსა.უამრავ ქართველს აქვს თამაშზე დასწრების სურვილი, ეძებენ ბილეთებს, დასარჩენ ადგილებს და ა.შ. სპეციალურად ამ დღისთვის, სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფიც, - ევრო 2024/სად დავრჩეთ. ჯგუფში, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, საქართველოდან ჩასულ თანამოქალაქეებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ. „ბევრმა ემიგრანტმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოსულ გულშემატკივარს დაეხმარება და შეიფარებს. ამ ჯგუფში მოხდება კომუნიკაცია“,- ნათქვამია ჯგუფის აღწერაში. ასევე ნახეთ: როგორ დავესწროთ ნაკრების თამაშს გერმანიაში - ყველაფერი ბილეთების შესახებ