112-ისთვის მოქალაქეების საკომისიოს ჩამოჭრის წესი შესაძლოა შეიცვალოს

12:44 01-11-2019
784

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს სსიპ - „112“-ის შემოსულობებმა  13 მილიონი ლარი შეადგინა. ამ თანხის 61%, ანუ 8 მილიონი ლარი კი მობილური და ფიქსირებული ოპერატორების მომსახურების საკომისიოდან შესული თანხებია.

ცნობისთვის,  112-ის საკომისიო ფიზიკური პირის შემთხვევაში 20; ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 50 თეთრია. აღნიშნული საკომისიოს ჩამოჭრა კი ყოველთვიურად 5 ლარის სასაუბრო დროის გახარჯვის შემთხვევაში ხორციელდება.

აუდიტის სამსახური ამ სისტემაში გარკვეულ ხარვეზებს ხედავს და მთავრობას მისი დახვეწისკენ მოუწოდებს.

 

ავტორი: თამარ ტომარაძე