რამდენად შესაძლებელია ადამიანი ე.წ."ღორის გრიპით" ხელახლა დავირუსდეს?

12:39 01-11-2019
1767

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის  ივანე ჩხაიძის განმარტებით  თუ კი  H1N1 ტიპის ვირუსით დაინფიცირდით, მის მიმართ ორგანიზმს იმუნიტეტი გამოუმუშავდება და მომავალ წელს ამ ტიპის ვირუსისგან დაზღვეული ხართ. თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა ტიპის ვირუსით დაინფიცირების შანსს.

„თუ კი სეზონზე ეს გრიპი დაგემართათ , მისი განმეორების შესაძლებლობა არ არის. თქვენ უკვე გაქვთ ამ ტიპის ვირუსის მიმართ იმუნიტეტი გამომუშავებული. თუმცა არსებობს ბევრი ტიპის ვირუსი, მაგალითად H3N2  ან H5N1“-განმართავს ივანე ჩხაიძე