„ყველა ტანსაცმელი ქამრის გარდა, მეზობლის ეზოში იპოვეს,“- ჭიათურაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

11:56 01-11-2019
2557

ჭიათურაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ჭიათურის სოფელ შუქრუთის მკვიდრი 29 წლის ანატოლი სილიშიკი სახლიდან 27 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი შესაძლოა უკრაინაში, დედასთან წასულიყო, თუმცა მამის განცხადებით, ანატოლის პასპორტი არ ჰქონდა.

ცნობილია ისიც, რომ 29 წლის მამაკაცის ყველა ტანსაცმელი ქამრის გარდა, მეზობლის ეზოში იპოვეს.

"24 საათის გასვლის შემდეგ პოლიციას მივმართე. პოლიციამ მიტოვებული სახლები, ტყე, კარიერი და სოფლის გარშემო ყველა ადგილი მოიარეს, თუმცა ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერსად იპოვეს,"- ამბობს დაკარგული მამაკაცის მამა ნუგზარ მეფარიძე.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე