სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები იწყება

11:55 01-11-2019
393

სეზონური გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით განათლების სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციით მიმართავს. უწყება სკოლების ხელმძღვანელებს სასწავლო პროცესის განახლებამდე შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, პრევენციული ღონისძიებები საჯარო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგაც სისტემატიურად უნდა ჩატარდეს. კონკრეტულად, რეკომენდაციაში საუბარია საკლასო ოთახებისა და დერეფნების სველი წესით დალაგებაზე და მერხებისა და სხვა სასკოლო ინვენტარის შესაბამისი ხსნარით გაწმენდაზე. 

 

ავტორი: თამარ ტომარაძე