დ.ღ-ს საქმეზე მიხეილ კალანდიას ძმა და მამა დაიკითხნენ

11:40 01-11-2019
194

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული დ.ღ-ს სასამართლო პროცესზე მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია მოწმის სახით დაკითხეს. ლუკა კალანდიამ საქალაქო სასამართლო კომენტარის გარეშე უკვე დატოვა. ამ წუთებში კი კალანდიების მამა, თენგიზ კალანდია იკითხება. დ.ღ-ს ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებულს  პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 19 იანვარს ეწურება და პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევასა და მოწმეების სრულად დაკითხვას ვერ მოასწრებს, რადგან საქმის მასალების ოდენობიდან გამომდინარე, განხილვას რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება. მათი დაცვის ქვეშ მყოფი კი უდანაშაულოა და უნდა გათავისუფლდეს.

შეგახსენებთ, რომ დ.ღ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ივლისში დააკავეს. მან შეცვალა როგორც პირველი ჩვენება უშუალოდ კონფლიქტთან დაკავშირებით, ასევე, უარყო დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრა და საქმის გარემოებებზე საუბარი.