ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული დ.ღ-ს ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ

11:00 01-11-2019
51

საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, აპირებენ, დღეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენონ და მისი გათავისუფლება მოითხოვონ.

მათივე ინფორმაციით, პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 19 იანვარს იწურება და პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევასა და მოწმეების სრულად დაკითხვას ვერ მოასწრებს, რადგან საქმის მასალების განხილვას რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ დ.ღ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ივლისში დააკავეს. მან შეცვალა როგორც პირველი ჩვენება უშუალოდ კონფლიქტთან დაკავშირებით, ასევე, უარყო დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრა და საქმის გარემოებებზე საუბარი. 

ავტორი: