მარჯვენასაჭიან ჰიბრიდულ ავტომობილებსა და ელექტრომობილების განბაჟებაზე შეღავათები უქმდება? 

17:41 01-10-2019
665

მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრომობილების  მფლობელებმა შესაძლოა განბაჟებაზე დაწესებული შეღავათიანი პირობებით ვეღარ ისარგებლონ. თუ აქამდე ჰიბრიდული მარჯვენასაჭიანი ავტომობილის განბაჟებაზე 60%-იანი შეღავათით სარგებლობდით, პირობები იცვლება. ცვლილებებს საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომელს ავტორებიც საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის: მამუკა მდინარაძე და არჩილ თალაკვაძე არიან. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მარჯვენასაჭიან ჰიბრიდულ ავტომობილებზე დაწესებული 60 %-იანი შეღავათი 20%-მდე შემცირდება. განბაჟების საფასურის გადახდა მოუწევთ მარჯვენასაჭიან ელექტრომობილებსაც, რომლებიც დღეის მდგომარეობით აქციზის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებულები არიან.

ავტორი: თამარ ტომარაძე