"გუატემალელმა ფრენდმა მკითხა, ბავშვობაში რას თამაშობდით ხოლმეო, შენ რას თამაშობდითქო... და მაიცაო, განახებო, ვიდეოც მაქვსო"

17:13 01-10-2019
2482
თეგები: გია ცინაძე

მსახიობი გია ცინაძე, რომელიც რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში სახალისო შემთხვევაზე წერს.

"ყველა თავისას ღუნავს. ერთი გუატემალელი ფრენდი ეძრობა აქ და მკითხა ბავშვობაში რას თამაშობდით ხოლმეო ეზოშიო... ხოდა მეც ჩამოვუყევი ჩვენი ტიპიკალები.

და შენ? შენ რას თამაშობდითქო... და მაიცაო, განახებო, ვიდეოც მაქვსო, 10 წლის წინაა გადაღებულიო, 20-ისაა თვითონ.

ვიდეო იწყება ასე, ბავშვები მდინარეში ჩუმად ცურავენ საპირისპირო მხარეს, უცებ ბუჩქებიდან სხვა ბავშვები წამოყოფენ თავს, ჯოხებით ხელში.. მოცურავე ბავშვები ამათ დანახვაზე ზოგი ჩაყვინთავს ზოგიც გარბის..

ისინი კი მოსდევენ და ჰყვირიან სტოპ! სტოპ! ნო ტე მუევას (არ გაინძრეთ) სტოპ! ემიგრასიონ! ემიგრასიონ!

და ესენი გარბიან და არის ერთი ამბავი", - წერს გია ცინაძე.