ოფიციალურად: ლევან ხარაბაძე „ციურიხში“ გადავიდა

17:00 01-10-2019
114

თბილისის დინამოს მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე შვეიცარიულ კლუბ „ციურიხის“ ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია „დინამოს“ ოფიციალურმა Facebook გვერდმა დაადასტურა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი „ციურიხში“ იჯარის წესით გადავიდა და კლუბში წელიწადნახევარი დარჩება.

გასულ სეზონში ხარაბაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 31 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება „ციურიხს“, შვეიცარიული კლუბი ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იმყოფება და უეფას ევროპა ლიგაზეც ასპარეზობს. 1/16 ფინალში ხარაბაძის გუნდის მეტოქე იტალიური „ნაპოლი“ იქნება.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე