ერდოღანი თურქეთში კანაფის წარმოების საჭიროებაზე საუბრობს

16:56 01-10-2019
746

თურქეთში საჭიროა კანაფის მოყვანის აღორძინება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ადგილობრივი თვითმმართველობის სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერდოღანის თქმით, უნდა შეწყდეს პოლიეთილენის პარკების გამოყენება და ისინი უნდა ჩანაცვლდეს კანაფის ძაფისგან დამზადებული ბადეებით.

„ადრე რიზეში კანაფი მოჰყავდათ და მისგან ძაფებს ამზადებდნენ, რომლისგანაც ბადეები კეთდებოდა. ახლა კი კანაფი არ მოგვყავს მტრების გამო, რომლებიც თავს ჩვენს მეგობრებად ასაღებენ. იმედია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჭირო ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით, რათა კანაფის წარმოება განახლდეს“, - აღნიშნა რეჯეფ ერდოღანმა.