კანადაში მუშაობისა და ცხოვრების მსურველებს ახალი შანსი ეძლევათ

16:11 01-10-2019
106654

კანადა მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ემიგრანტის მიღებას გეგმავს. კერძოდ, 2019 წლიდან 2021 წლამდე, 1 080 000 ემიგრანტის დაშვება განიხილება. ამის შესახებ განცხადება კანადის ემიგრაციის მინისტრმა, აჰმედ ჰუსენმა გააკეთა.

კანადაში მუდმივი ბინადრობის მსურველებს დაჩქარებული წესით მიიღებენ. 2019 წლის განმავლობაში 330 000 ადამიანს შეუშვებენ ქვეყანაში, 2020 წელს 340 000-ს , ეს რიცხვი 2021 წლისთვის 370 000-მდე გაიზრდება. 

კანადის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ემიგრანტების მიღება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და გაუმკლავდება დაბერებადი მოსახლეობით განპირობებულ გამოწვევებს.

 

ავტორი: მარიამ გიგანი