ბითაძე შეუჩერებელია - ქართველის ჩატენვა ევროლიგამ საუკეთესოდ აღიარა (ვიდეო)

15:03 01-10-2019
59

ევროლიგის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ თელ ავივის „მაკაბის“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 5 ქულის სხვაობით, 81-76 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 23:25 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი 5 პერსონალური მიიღო და მოედანი შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დატოვა.

ერთ-ერთ ეპიზოდში ბითაძემ ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა, რომელიც ევროლიგამ ტურის საუკეთესო ეპიზოდად დაასახელა.

“ბუდუჩნოსტს” 3 მოგება და 14 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ სტამბულის “დარუშაფაკას” უსწრებს, რომელსაც 11 იანვარს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე