ხმა მიეცით ლაშა ტალახაძეს! – 2018 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

14:37 01-10-2019
48

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, 2018 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას რა თქმა უნდა ლაშა ტალახაძეც იღებს.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ ხმის მიცემის ინსტრუქცია საკუთარ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.

ხმის მიცემა ქართველ გულშემატკივარს ამ ბმულზე შეუძლია.

ხმის მისაცემად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:

 

1. მონიშნეთ ლაშა ტალახაძე!

2. მონიშნეთ ერთი ნებისმიერი ქალი ძალოსანი!

3. მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი!

4. მიუთითეთ ქვეყანა!

5. მიუთითეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი!

6. ჩაწერეთ ველში ნაჩვენები პაროლი!

7. დააჭირეთ ღილაკზე VOTE!