მსოფლიოს კერძების ატლასში ხაჭაპურის მირთმევა რუსეთშია რეკომენდებული

13:17 01-10-2019
332

მსოფლიოს კერძების ატლასმა საუკეთესო კერძების რეიტინგული ასეული გამოაქვეყნა, სადაც ხმის მიცემის მიხედვით, ხაჭაპური პირველ ადგილზეა.

ამავე საიტზე, აღნიშნული ქართული კერძის დახასიათებასთან ერთად, მითითებულია ის რესტორნები, სადაც მისი დაგემოვნებაა შესაძლებელი. მსოფლიო კერძების ატლასი, პირველ სამ არჩევანს არა ქართულ, არამედ რუსულ რესტორნებზე აკეთებს და ხაჭაპურის მირთმევას მოსკოვსა და სოჭში გვთავაზობს.

 

რეიტინგულ ასეულში ქართული კერძისთვის ხმის მიცემა, ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია.

ავტორი: მარიამ გიგანი