თბილისში „ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელიც ითამაშებს

12:11 01-10-2019
45

11-13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ვეტერან ფეხბურთელთა შორის სამოყვარულო ტურნირი - „ზამთრის თასი 2019“ გაიმართება.

ზამთრის თასი 13 იანვარს ლეგენდების ტურნირით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას სფფ-ს გუნდის გარდა ფიფას, უეფას,  ესპანეთის, უკრაინის და თურქეთის გუნდებიც მიიღებენ.

ფეხბურთის ფედერაციამ გუშინ კიდევ ერთი ფეხბურთელის ვინაობა გაასაჯაროვა, რომელიც ზამთრის თასზე ითამაშებს. ეს იქნება ვეტერანი ჩეხი ფეხბურთელი, ვლადიმირ შმიცერი, რომელსაც „ლივერპულის“ შემადგენლობაში  2005 წელს ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

შმიცერის გარდა ზამთრის თასზე ივიცა ოლიჩი, მარკო მატერაცი, ნუნუ გომეში და ჯერემი ნჯიტაპი ითამაშებენ. კიდევ ერთი ფეხბურთელის ვინაობა კი დღეს, 21:00 საათზე გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე