მაგიური სოკოების დეკრიმინალიზაცია

11:59 01-10-2019
128

დენვერი შესაძლოა პირველი შტატი გახდესამერიკაში, სადაც მაგიური სოკოების დეკრიმინალიზაციას მოახდენენ.

ადვოკატთა ჯგუფმა 9500 ხელმოწერა შეაგროვა, რათა ე.წ. მაგიური სოკოების დეკრიმინალიზაციის საკითხი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღის წესრიგში დააყენოს და კენჭი უყაროს.

მაგიური სოკოების დეკრიმინალიზაციის კამპანიის ხელმძღვანელი აცხადებს: „ჩვენი მიზანია ამ მიზეზით,  ადამიანები ციხეში აღარ მოხვდნენ და ოჯახები არ დაინგრეს,“- ამბობს კევინ მეთიუსი.

აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივით არ მოგხდება მაგიური სოკოების მოხმარებისა და გაყიდვის ლეგალიზება, არამედ მოქალაქის მიერ აღნიშნული ნარკოტიკის ფლობა  სამართალდამცველებისთვის ნაკლებ პრიორიტეტულ დანაშაულად ჩაითვლება.

ავტორი: მარიამ გიგანი