ტოჩინოშინმა შესაძლოა იანვირს ბაშო გამოტოვოს

11:57 01-10-2019
45

ქართველი სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი შესაძლოა ჰაცუ ბაშოზე ვერ ვიხილოთ. ქართველმა ფალავანმა ბაშოს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი გამოსვლა იანვრის ტურნირზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ინფორმაციას facebook-ზე ქართული სუმოს ქომაგების გვერდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლევან გორგოძეს მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაუწყდა და მის აღდგენას 2-3 კვირა დასჭირდება.

ქართული სუმოს ქომაგების ინფორმაციით, კუნთი ბოლომდე გაწყვეტილი არ არის და შესაძლოა ქართველმა სუმოისტმა ტურნირში მონაწილეობა მაინც მიიღოს, ასეთ შემთხვევაში კი კუნთის ბოლომდე გაწყვეტის და ტრავმის დამძიმების რისკი დიდი იქნება. გადაწყვეტილება ტოჩინოშინმა 13 იანვრამდე უნდა მიიღოს.

ჰაცუ ბაშოს გამოტოვების შემთხვევაში ქართველი სუმოისტი მარტის ბაშოზე წარსდგება  და ოძეკის წოდების დასაცავად, აუცილებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება დასჭირდება.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე