რა მოუტანა „მხოლოდ ქართულმა“ გიორგი კელაპტრიშვილს?

21:14 01-09-2019
966

„მხოლოდ ქართულში“  მონაწილეობის მიღება კონკურსის ბოლო დღეს გადაწყვიტა, ამან კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.  დატვირთული დღის გრაფიკის გარდა წარმატებამ  უამრავი თაყვანისმცემელი შესძინა. ის „მხოლოდ ქართულის“ მაყურებლისა და ჟიურის რჩეულია. კონკურსის მეოთხედფინალში შესრულებულმა სიმღერამ გიორგი კელაპტრიშვილის შანსები მუსიკალურ პროექტში კიდევ უფრო გაზარდა.  

ძალიან ემოციური იყავი ბოლო საკონკურსო ტურზე შესრულებული სიმღერის დროს. ვის მიუძღვენი ილონა გურგულიას „უშენოდ“?

-სოფო ნიჟარაძეს მივუძღვენი ეს სიმღერა. ვიცი რა დამოკიდებულებაც აქვს ამ სიმღერის მიმართ და მინდოდა ის ემოცია ჩამედო  რომლითაც თვითონ მღერის.  ვეცადე გამომეხატა ის დამოკიდებულება რაც სოფოს აქვს ამ სიმღერის მიმართ.

მგონი გაამართლა შენმა მცდელობამ, სოფოს ცრემლებიც კი წამოუვიდა. 

-კი გაამართლა. როგორ შეიძლება გაგიხარდეს  რომ ცრემლები ეტყობოდა, მაგრამ მესიამოვნა რომ ეს სიმღერა მის გულამდე მივიტანე.

გიორგი, რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობის მიღება?

-მომწონდა ეს პროექტი მაგრამ მონაწილეობის მიღებას არ ვგეგმავდი. არ ვარ ხოლმე ბოლომდე კმაყოფილი ჩემი თავით და სულ უფრო მეტი და მეტი მინდა, ამიტომ ვიკავებდი თავს. ვფიქრობდი რომ სხვა დროს მივიღებდი მონაწილეობას.  შემდეგ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მირჩიეს და კონკურსზე გავედი.

მანამდე  თუ გქონდა მონაწილეობა მიღებული სხვა პროექტში?

-ძლიან დიდი ხნის წინ „ახალ ხმაში„ მივიღე მონაწილეობა , თუმცა მეორე ტურში ვეღარ გადავედი.

მუსიკალური განათლება თუ გაქვს?

-არ მაქვს და მინდა, რომ ახლა ჩავაბარო კონსერვატორიაში.

როდის დაიწყე სიმღერა, ოჯხში შენს გარდა მღერის ვინმე?

-ოჯხში ყველა უკრავს და  მღერის. ბავშვობიდან ვმღეროდი. პაპაჩემიდან მოდის ეს ყველაფერი. დედაჩემიც მღერის, ჩემი დებიც, ჩემი პატარა და ფლეიტისტია

როგორ აფასებ შენს შანსებს ამ პროექტში?

-საშუალოდ. ხალხის დახმარებით რამდენიმე "ლაივია" ლიდერი ვარ . ყველა კონკურსანტი ნიჭიერია და ვთვლი რომ არანაკლები შანსი აქვთ მათაც.

 უკვე ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

-თავისუფალი ვარ. არ მყავს ობიექტი ვისზეც შეყვარებული ვარ და გულისწასვლები მემართება. სამწუხაროდ ამ ამპლუაში არ ვარ, თუმცა დიდი სიამოვნებით  ვიქნებოდი.

ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ კონკურსანტად სახელდები.  შენც ასე თვლი?

-ძალიან  მიხარია თუ ასეა. მეც ასე ვთვლითქო რომ გითხრათ ძალიან ხმამაღალი ვიქნები. მოდი ხალხს დავუთმობ ამ შეფასებას.

ცოტა რთული აღმოჩნდა შენთან დაკავშირება.  პროექტის  შემდეგ ბევრი თაყვანისმცემელი გირეკავს?

-გადატვირთული რეჟიმის მაქვს. ვცდილობ რომ ყველას ვუპასუხო. ძალიან ბევრი მირეკავს, ზოჯგერ ვერ ვახერხებ ხოლმე საუბარს და ცოტა ცუდად ვიქცევი. თორემ ძლიან დიდი მადლობელი ვარ რომ მგულშემატკივრობენ

რა შეცვალა „მხოლოდ ქართულმა“ შენს ცხოვრებაში?

-ძალიან ბევრი ხალხი მწერს სოციალურ ქსელში, ბევრი გამოხატავს კარგ დამოკიდებულებას. ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და ეს არის ჩემთვის ყველაზე ფასეული.