მედიკამენტების არარსებობა და გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ყვება ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი

18:51 01-09-2019
239

ქუთაისის მე-2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული ციხეში მედიკამენტების არარსებობაზე და პატიმრების ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს.

პატიმარი "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ მას და რამდენიმე მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდათ, თუმცა დაზუსტებით არ იციან, არის თუ არა ეს H1N1 ვირუსი, ანუ ღორის გრიპი. 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კი აცხადებენ, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ სათანადო მედიკამენტებითა და სამედიცინო მომსახურებით.

"N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის იანვრის დასაწყისში აღინიშნებოდა პატიმართა ჭარბი მომართვიანობა მწვავე რესპირატორული დაავადების სიმპტომებით. შესაბამისად თავისუფლებააღკვეთილი პირები უზრუნველყოფილნი იყვნენ სათანადო მედიკამენტებითა და სამედიცინო მომსახურებით, მათზე ხორციელდებოდა მედ-პერსონალის უწყვეტი მეთვალყურეობა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, მომართვიანობამ 2 დღეა იკლო, მხოლოდ ერთი პატიმარი გადის ამჟამად მწვავე რესპირატორული დიაგნოზით სათანადო მკურნალობას, რომელმაც დღეს მომართა ექიმს, დაუფიქსირდა ცხელება 38,5 არის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მიეწოდება სათანადო მედიკამენტები" - განუცხადეს "პრაიმტაიმს" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.