თბილისი მოლში ევაკუაცია განხორციელდა

17:29 01-09-2019
571

თბილისი მოლში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც პრაიმტაიმს შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქემ განუცხადა, ის კინოთეატრში იყო, რა დროსაც იქ მყოფებმა უსიამოვნო სუნი იგრძნეს, იყო მცირედი კვამლიც.

თვითმხილველის ცნობით, თბილისი მოლში ევაკუაცია გამოცხადდა და შენობა იქ მყოფ ყველა ადამიანს მათ შორის დაცვას და თანამშრომლებსაც დაატოვებინეს.პრაიმტაიმმა ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაამოწმა. ოფიციალური ინფორმაციით, მოლის პარკინგზე ავტომობილი დაიწვა. ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრში მუშაობა უკვე განახლებულია.

ავტორი: თამარ ტომარაძე