საახალწლო დეკორაციებმა ბეღურებისა და მტრედების სიცოცხლე იმსხვერპლა

14:24 01-09-2019
171

ახალ ზელანდიაში, საახალწო დეკორაციებმა ათობით მტრედისა და ბეღურის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ზოგიერთ ფრინველს საახალწო დეკორაციები ყელზე ჰქონდა შემოხვეული, ზოგსაც კი ფრთებზე. ფრინველების ნაწილმა ამ მიზეზის გამო, ფრენა ვეღარ შეძლო და შიმშილის შედეგად მოკვდა, ნაწილი კი გაიგუდა.

სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ფრინველები შესაძლოა განზრახ მორთეს ადგილობრივებმა. პოლიციის ინფორმაციით, დეკორატიული წვიმები ფრინველების სხეულზე მჭიდროდ იყო გაკვანძული, რაც ადამიანის ჩარევაზე მიუთითებს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

ავტორი: მარიამ გიგანი