"ღორის გრიპი" ლუგარის ლაბორატორიის გახსნამდე 2 წლით ადრე გავრცელდა

13:32 01-09-2019
180

ე.წ. „ღორის გრიპის“  (H1N1) გავრცელებას, ხშირად ქართულ და რუსულ მედიასაშუალებებში საქართველოში არსებულ რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიას უკავშირებენ, თუმცა რის საფუძველზე კეთდება მსგავსი დასკვნები გაურკვეველია.

ცნობისთვის,  ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია 2011 წელს გაიხსნა. რაც შეეხება „ღორის გრიპის“ სახელით ცნობილ ვირუს ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, 2009 წელს გავრცელდა.  

WHO-ს 2018 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ H1N1-ს ვირუსი ყველა კონტინეტზეა გავრცელებული და მის მიმართ იმუნური არც სხვა ქვეყნები არიან. შესაბამისად მტკიცება, რომ ვირუსს საქართველოში არსებული ლაბორატორია ავრცელებს არარელევანტურია.

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი