სამტრედიაში "ელიტ ლექტრონიქსის" მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა და 21 წლის მამაკაცი დაშავდა

11:58 01-09-2019
712

სამტრედიაში, ელეტ-ელექტრონიქსიის მაღაზიაში, სატვირთო ლივტი ჩავარდა.

პრაიმტაიმის ადგილობრივი კორესპონდნეტის ცნობით, ლიფტის ჩავარდნის შედეგად, 21 წლის თანამშრომელი დაშავდა.

21 წლის ბიჭი დაშავდა. დღეს გასულა პირველად სამსახურში. ლიფტის ღერძი გულ-მკერდზე დაეცა. საავადმყოფოში წაიყვანეს და ახლა მის სანახავად მივდივარ,- აცხადებს სამტრედიის მერი, ვალერიან ფოცხვერია.

როგორც შსს-მ ,,პრაიმტაიმს'' განუცხადა, მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

 

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე