გიორგი შერმადინმა ევროთასზე გაიბრწყინა (ვიდეო)

11:53 01-09-2019
33

საკალათბურთო ევროთასის ტოპ 16-ის მეორე ტურში გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ „ცვერნა ზვეზდას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 5 ქულის სხვაობით 79-74 გაიმარჯვა.

ქართველი ცენტრი შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო  და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. შერმადინმა მოედანზე 23:28 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 13 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა.

ქულების რაოდენობით ქართველი კალათბურთელი თანაგუნდელ მატიას ლესორტს ჩამორჩა, რომელმაც მეტოქის ფარში 16 ქულა ჩააგდო.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე