მსახიობ რეზი ნასიძეს შესაძლოა პატიმრობა შეეფარდოს

11:42 01-09-2019
172

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული რეზი ნასიძის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. მოსამართლემ გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა მიიღოს.

პრაიმტაიმთან ინტერვიუში მსახიობის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე  განმარტავს, რომ თავად ნასიძე სასამართლოში ვერ გამოცხადდება, რადგან ის ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, მოსამართლე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სწორედ ინფექციურ საავადმყოფოში იმსჯელებს.

რევაზ ნასიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. გამოძების ინფორმაციით, მან წმ.მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მსახიობს ჯარიმა, გამოსასწორებელი სამუშაო, შინაპატიმრობა ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: თამარ ტომარაძე