თბილისში „ბაიერნის“ ყოფილი ფეხბურთელიც ჩამოვა

11:37 01-09-2019
60

11-13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ვეტერან ფეხბურთელთა შორის სამოყვარულო ტურნირი - „ზამთრის თასი 2019“ გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას სფფ-ს გუნდის გარდა ფიფას, უეფას,  ესპანეთის, უკრაინის და თურქეთის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით ტურნირზე ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი, ივიცა ოლიჩიც იასპარეზებს, რომელსაც მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და სუპერთასი აქვს მოგებული.

ოლიჩის გარდა ზამთრის თასზე მარკო მატერაცი, ნუნუ გომეში და ჯერემი ნჯიტაპი ითამაშებენ. კიდევ ერთი ფეხბურთელის ვინაობა კი დღეს, 21:00 საათზე გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე