ავარია ჭავჭავაძეზე - 1 გარდაცვლილი და 12-მდე დაშავებული (ფოტოკოლაჟი)

11:32 01-09-2019
2586

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 დაშავდა.

სამშენებლო კომპანიის A&A Construction-ის წარმომადგენლის განცხადებით, სადაც ის მშენებლები იყვნენ დასაქმებულები, რომლებიც დილას, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოავარიისას დაშავდნენ, ამბობს, რომ ორის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასწრაფო დახმარების წარმომადგენლებმა 10-მდე დაშავებული ლეჩკომბინატში, ბადრი პატარკაციშვილის სახელობის კლინიკაში, ღუდუშაურში და მეცხრე საავადმყოფოში გადაანაწილეს.

როგორც „პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა ტროტუარზე მდგომ მუშებს იმ დროს შეეჯახა, როდესაც ისინი მშენებლობასთან მდგარ ფარდულში შედიოდნენ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ფოტოები: შოთა ფალავანდიშვილი