იანვრის თვის ჰოროსკოპი- ვრცლად თორმეტივე ნიშნის შესახებ

18:10 01-08-2019
7617
თეგები: ჰოროსკოპი

ვერძი

პლანეტა მარსი 2 იანვრიდან თქვენს ნიშანში შევიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან აქტიური იქნებით. შეიძლება ვარჯიში დაიწყოთ ან სადმე გაემგზავროთ. მარსი სექსუალური სურვილების პლანეტაცაა, ამიტომ მოსალოდნელია ინტიმური სიახლოვე. უფრო მეტად გაბედული გახდებით. შეიძლება სტილის შეცვლა გადაწყვიტოთ. ურთიერთობაში კი შესაძლოა ცოტა აგრესიულები გახდეთ. აუცილებლად იტყვით თქვენს სათქმელს. 6 იანვრის შემდეგ კი თქვენ შეიძლება ახალი სამსახური ან თანამდებობა შემოგთავაზონ. შესაძლოა ახალ პროფესიას დაეუფლოთ ან თქვენს კარიერას ახალი მიმართულება მისცეთ. სასიყვარულო ურთიერთობების დალაგებას დაიწყებთ. 8 იანვრის შემდეგ მოსალოდნელია მოგზაურობა, რომელიც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. შესაძლოა თქვენი მეორე ნახევარი გაიცნოთ. კარგი დროა საყვარელ ადამიანთან ერთად გასამგზავრებლად. მოსალოდნელია ნაცნობობა უცხოელებთან. კარგი პერიოდია საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობებისთვის.

კურო

თქვენს შემთხვევაში მარსი, აქტიურობის პლანეტა, მე-12 სახლში შევა. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს დიდ ყურადღებას დაუთმობთ. შეიძლება დაინტერესდეთ ასტროლოგიითა და ეზოთერიკით. მოსალოდნელია შორეულ ქვეყნებში გამგზავრება, როგორც დასასვენებლად, ასევე მივლინებაში. კარგი პერიოდია აქტიური დასვენებისთვის. შეიძლება რაიმე საიდუმლოს გამხელის სურვილი გაგიჩნდეთ. თუ ფარულ სასიყვარულო ურთიერთობაში ხართ, მაშინ მოსალოდნელია, რომ ამას ფარდა აეხადოს. შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ დროა განმარტოვდეთ და დაისვენოთ ყველაფრისგან. მოსალოდნელია ყოფილ სასიყვარულო პარტნიორებთან შეხვედრაც. 6 იანვრიდან თქვენი ცხოვრების ეტაპი დასრულდება და ახალი დაიწყება. გახდებით უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალი. შესაძლოა კერძო ბიზნესი გახსნათ. იცხოვრებთ ისე, რომ აღარ მიაქცევთ ყურადღებას სხვების აზრს. რაღაც მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოხდება თქვენს ცხოვრებაში. შესაძლოა გაწყვიტოთ ის ურთიერთობები, რომლებიც თქვენზე უარყოფითად აისახება. 8 იანვრიდან კი კარგი პერიოდია ჰარმონიული სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ასევე ბიზნეს მოლაპარაკებებისთვის. ქორწინებაში მყოფი წყვილებისთვის კარგი იქნება, თუ დასასვენებლად ერთად წავლენ.

 

ტყუპები

2 იანვარს მარსი თქვენს მე-11 სახლში შევა. ეს მეგობრებისა და სოციალური აქტივობის სახლია. შესაძლოა ორგანიზება გაუწიოთ წვეულებას ან თქვენ დაგპატიჟონ დაბადების დღეზე. სოციალურ ქსელში ბევრად უფრო აქტიური და პოპულარული გახდებით, გაიცნობთ ახალ ადამიანებს. კარგი პერიოდია ონლაინ ბიზნესის წამოსაწყებად. მოსალოდნელია ჩხუბი მეგობრებთან. შესაძლოა იბრძოლოთ საკუთარი ან სხვისი უფლებების დასაცავად. თუ გაქვთ მიზნები ან ოცნებები, მაშინ იანვარში თქვენ აუცილებლად გადადგამთ პირველ ნაბიჯს ამ მიზნების მისაღწევად. თუ კრედიტის ან სესხის აღება გსურთ, აუცილებლად მოგცემენ, თუმცა ფრთხილად იყავით, რადგან ამ თანხის დაფარვა დიდხანს მოგიწევთ. მოსალოდნელია უეცრად გაგიჩნდეთ ფული, მაგალითად სტიპენდია მიიღოთ, ან სახელმწიფოსგან დახმარება ან თქვენმა მეუღლემ უკეთესი სამსახური დაიწყოს და თქვენი ერთობლივი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. 8 იანვრიდან კარგი პერიოდია საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, ასევე პირადი ურთიერთობების დასალაგებლად. თუ რაიმეს გაყიდვას ან შეძენას აპირებთ, ეს 20 იანვრიდან 25 იანვრამდე პერიოდში გააკეთეთ.

 

კირჩხიბი

მარსი 2 იანვარს თქვენს მე-10 სახლში შევიდა, რაც კარიერულ ხაზზე გადის. შესაძლოა გამოგიჩნდეთ დამატებითი სამსახური. იანვარში თქვენ ბევრს იმუშავებთ. თუ კერძო ბიზნესი გაქვთ, აუცილებლად მოგივათ იდეები მისი განვითარებისთვის. ახალი უნარების შესასწავლად კარგი პერიოდია. მოსალოდნელია კონფლიქტი უფროსობასთან ან მშობლებთან. 6 იანვრიდან შესაძლოა წამოიწყოთ ახალი ურთიერთობა, რომელიც ივლისში ქორწინებით დაგვირგვინდება. თუ განქორწინებას აპირებთ, ახალ პარტნიორს მალევე გაიცნობთ. შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწეროთ ხელი. საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. 6 იანვრიდან 6 მარტამდე პერიოდში მოსალოდნელია ცვლილებები კარიერაში. შეიძლება წამოხვიდეთ სამსახურიდან ან პროექტზე მუშაობა დაასრულოთ. ცვლილებების მიზეზი შესაძლოა სამსახურეობრივი რომანი გახდეს. 8 იანვრიდან შემოგივათ ფინანსები ან საჩუქრები. სამუშაოს თაობაზე გასაუბრებები ამ პერიოდში წარმატებით ჩაივლის. თქვენი ცხოვრების რეჟიმი უკეთესობისკენ შეიცვლება. შეიძლება შეცვალოთ კვების რაციონი და დღის განრიგი. აუცილებლად მოერიდეთ ტკბილეულის ჭამას, რადგან ხშირად მოგიწევთ კაფე-რესტორნებში და სტუმრად სიარული. იანვრის მეორე ნახევარში თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ეს კარგი დროა გარეგნობის შესაცვლელადაც.

 

ლომი

ლომებისთვის იანვარი მნიშვნელოვანი თვეა. მარსი 2 იანვრიდან თქვენს მე-9 სახლში შევიდა. ეს სახლი უცხო ქვეყნებს უკავშირდება. ბევრ თქვენგანს საზღვარგარეთ წასვლის სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება სათხილამურო კურორტზე წახვიდეთ ან მივლინებაში მოგიწიოთ წასვლა. დიდი სურვილი გექნებათ განათლების მიღების. შესაძლოა გამოაქვეყნოთ სტატიები ან წიგნი. მოსალოდნელია უცხოელი ადამიანების გაცნობა. შეიძლება დაგპატიჟონ ქორწილში ან ნათლობაში. ვიზასთან, სამუშაოსთან, იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული გასაუბრება რთულად ჩაივლის და ამიტომ სათანადოდ მოემზადეთ. შემოგთავაზებენ ახალ სამსახურს ან ახალ თანამდებობას. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას და შინაგან განწყობას. ყურადღება დაუთმეთ კვების რაციონს. შესაძლოა წამოხვიდეთ სამსახურიდან, თუმცა ეს ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის. თუკი შეფერხებები გქონდათ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლება, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, სასამართლო დავები, ეს პროცესები აუცილებლად დაიძვრება. 8 იანვრის შემდეგ მოსალოდნელია სასიყვარულო პარტნიორის გამოჩენა, თუმცა აუცილებლად გაარკვიეთ, ჰყავს თუ არა მას მეუღლე, რადგან შესაძლოა სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდეთ.

 

ქალწული

მარსი 2 იანვრიდან თქვენს მე-8 სახლში შევა, რაც ერთობლივ ფინანსებს უკავშირდება. მოსალოდნელია ქონების ან მემკვიდრეობის გაყოფა. ამას შესაძლოა კამათი მოჰყვეს. მერვე სახლი ვალებს და სესხებს უკავშირდება, შესაძლოა ბანკმა კრედიტის დაფარვა მოგთხოვოთ. ბევრი თქვენგანი ვალებს გაისტუმრებს. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, შესაძლებელია ფული იმპულსურად დახარჯოთ. გამძაფრდება თქვენი სექსუალური სურვილები, გაიცნობთ ახალ სასიყვარულო პარტნიორს. ასევე მოსალოდნელია ორსულობაც. მე-8 სახლი კრიზისებს და გაუთვალისწინებელ სიტუაციებსაც ეხება, ამიტომ შეიძლება გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიხდეთ. 6 იანვრის დაბნელება კი თქვენს მეხუთე სახლში მოხდა, ეს ბედნიერების სახლია. 2019 წლის განმავლობაში ამ სახლში 3 დაბნელება იქნება. ეს ბედნიერებას მოგიტანთ სასიყვარულო ურთიერთობებში, დალაგდება თქვენი პირადი ცხოვრება ან ახალ ადამიანს გაიცნობთ და მასთან ერთად ზღაპრულ დროს გაატარებთ. ვენერა თქვეს მეოთხე სახლში შევა, სადაც იუპიტერს შეუერთდება, ეს კი გასაოცარი კომბინაციაა. ვენერა ფულს უკავშირდება, იუპიტერი კი ყველაფერს აფართოებს და ამრავლებს. მოსალოდნელია უძრავი ქონების შეძენა და დიდ სახლში გადასვლა.

სასწორი

წარმატებული თვეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. იანვარი თქვენთვის ახლო ურთიერთობების თვე იქნება. თქვენში სექსუალური სურვილები გაიღვიძებს. სასიყვარულო ურთიერთობაში მოსალოდნელია კამათი. შესაძლოა ერთდროულად განვითარდეს დადებითი და უარყოფითი მოვლენები, მაგალითად თუ კარიერაში ყველაფერი კარგად მიგდით, მაშინ სასიყვარულო ურთიერთობებში გექნებათ პრობლემები და პირიქით. შესაძლებელია ქორწინება ან გვარის შეცვლა. ოჯახში საჭირო იქნება ცვლილებების შეტანა. შესაძლოა სხვა ადგილას გადახვიდეთ საცხოვრებლად ან ბინა შეიძინოთ. 6 იანვრის შემდეგ გათავისუფლდებით არაჯანსაღი ურთიერთობებისგან. ბოლო 9 წლის განმავლობაში ურანი თქვენს მე-7 სახლში იყო, რაც აფერხებდა თქვენთვის სტაბილური, მყარი და ერთგული სასიყვარულო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 6 იანვრიდან ურანი დაიწყებს გასვლას და ამ კუთხით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. 8 იანვრიდან ვენერა, სიყვარულის, ფულის და სილამაზის პლანეტა თქვენს მე-3 სახლში შევა. ეს ურთიერთობის, ნაცნობობისა და კონტაქტების სახლია. იანვარი ძალიან სასიამოვნო ნაცნობობის და ახალი მეგობრების თვე იქნება. შესაძლოა რაიმე კურსებზე დაიწყოთ სიარული და ახალი უნარები შეიძინოთ ან თავად ჩაატაროთ სემინარები.

 

მორიელი

მარსი თქვენს მე-6 სახლში შევიდა, ეს მუშაობისა და ჯანმრთელობის სახლია. იანვარში ძალიან დაკავებული იქნებით, მთელ დროს მუშაობას დაუთმობთ. შესაძლებელია მივლინებაში წასვლა ან დამატებითი სამსახურის დაწყება. მარსი კონფლიქტების პლანეტაა, ამიტომ მოსალოდნელია კამათი სამსახურში. თუ კერძო ბიზნესი გაქვთ, შესაძლოა რომელიმე თანამშრომელი გაათავისუფლოთ. 7 იანვრიდან კარგი პერიოდია საკუთარი კომპანიის გასახსნელად. კარგი თვეა ოპერაციებისა თუ კოსმეტოლოგიური პროცედურების გასაკეთებლად. თქვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. შეძლებთ უარის თქმას ნარკოტიკებზე, სიგარეტზე, სასმელსა და ტკბილეულობაზე. იანვარში ბევრად უფრო აქტიური გახდებით. კარგი პერიოდია ვარჯიშისთვის. მოსალოდნელია მართვის მოწმობის აღება ან ახალი მანქანის შეძენა. ახალ ამბავს გაიგებთ ოჯახის წევრებზე. მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ცვლილებები გელოდებათ კარიერაში. სამსახურთან დაკავშირებული არასტაბილური გარემოებები მალე დასრულდება. 8 იანვრიდან გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, გაიზრდება შემოსავლები და შეიძლება ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ. ასევე მოსალოდნელია უფრო მაღალანაზღაურებად პოზიციაზე გადასვლა.

მშვილდოსანი

2 იანვარს პლანეტა მარსი თქვენს მე-2 სახლში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი თქვენგანი დასასვენებლად წავა ან ბიზნესს წამოიწყებს. გაიჩენთ ახალ ჰობის. იანვარი კარგი თვეა კერძო ბიზნესის წამოსაწყებად, ამ საქმეში თქვენ არაფერი არ დაგაბრკოლებთ, ამიტომ თამამად დაარეგისტრირეთ თქვენი კომპანია. გაგიჩნდებათ სიყვარულისა და სექსის განსაკუთრებული სურვილი. მოსალოდნელია ნაცნობობა მომავალ სასიყვარულო პარტნიორთან. ეს თვე თქვენთვის სექსუალურად აქტიური იქნება. ბევრად უფრო თამამები გახდებით და შეძლებთ პირველი ნაბიჯის გადადგმას. წინ მოულოდნელობები გელით. შესაძლოა დაუგეგმავი ორსულობა. მოსალოდნელია ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ბიზნესის წამოწყება. გექნებათ ინოვაციური იდეები. შესაძლოა სრულიად მოულოდნელად, ახალი პროექტი შემოგთავაზონ. 8 იანვრიდან ვენერა თქვენს პირველ სახლში შევა და ეს თქვენს გარეგნობაზე აისახება. გალამაზდებით და სტილს შეიცვლით. ბევრად უფრო ჰარმონიული და ნაზი იქნებით ურთიერთობებში. ვენერა სიყვარულსაც მოგიტანთ. 20-დან 25 იანვრის პერიოდში მოსალოდნელია მომავალი მეუღლის გაცნობა. ამავე პერიოდში შესაძლოა მიიღოთ ძვირფასი საჩუქარი. წინ  სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

 

თხის რქა

6 იანვარს მზის დაბნელება თხის რქის ნიშანში მოხდა. ამ დღეს თქვენს ნიშანში, პირველ სახლში 6 პლანეტა მოგროვდა. პირველი სახლი კი სიახლე და ახალი ცხოვრების დასაწყისია. მოსალოდნელია სრულიად ახალი ურთიერთობების დაწყება, განქორწინება, ბავშვის შეძენა, სხვა ქვეყანაში გადასვლა საცხოვრებლად. თქვენი ცხოვრება სრულ ტრანსფორმაციას განიცდის. ფენიქსის მსგავსად, თითქოს ფერფლიდან აღდგებით. ახალ რეალობაში და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვალთ. მთელი წლის განმავლობაში უამრავი ცვლილება გელით და ეს ცვლილებები სწორედ იანვრიდან იწყება. სწრაფად განვითარდება სასიყვარულო ურთიერთობები. შესაძლოა დაშორდეთ ერთ ადამიანს და მალევე დაიწყოთ ახალი ურთიერთობა. 6 იანვრიდან ურანი თქვენი მეოთხე სახლიდან დაიწყებს გასვლას. ამ პერიოდში მოსალოდნელია უძრავი ქონების შეძენა, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა ან ახალი ინფორმაციის მიღება ოჯახის წევრებზე. თუ თქვენ ვიზის მოლოდინში იყავით, მას აუცილებლად მოგცემენ. თქვენ ცხოვრებაში შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან და მა თქვენში ინვესტიცია ჩადოს. მომგებიანი იქნება სხვა ქვეყანაში გამგზავრება. თუ საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოებას გეგმავს, ეს ფანტასტიურად ჩაივლის და თქვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება.

 

 

მერწყული

კონტაქტების, ინფორმაციის, ნაცნობობის თვეა. მოსალოდნელია ავტომობილის შეძენა. ელოდეთ სტუმრების მოსვლას. იანვარში შესაძლოა გადადგათ ნაბიჯი და დაიწყოთ იმ სფეროს შესწავლა, რომელიც დიდხანს გინდოდათ. გამოცვლით კომპიუტერულ ტექნიკას, ტელეფონს ან შეისწავლით კომპიუტერულ პროგრამებს. 6 იანვარს მზის დაბნელება თქვენს მე-12 სახლში მოხდა, ეს განმარტოვებისა და იზოლაციის სახლია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა მარტო იმოგზაუროთ ან სახლში იმუშავოთ. მოსალოდნელია ღამის თევები. შესაძლოა დაინტერესდეთ ისეთი თემებით, როგორებიცაა ასტროლოგია, ტაროლოგია, ეზოთერიკა და იოგა. მე-12 სახლი გათავისუფლებასაც გულისხმობს, შესაძლოა გათავისუფლდეთ დაბალი თვითშეფასებისგან, დანაშაულის გრძნობისგან ზედმეტი ვალდებულებებისგან, მავნე ჩვევებისგან ან ზედმეტი კილოგრამებისგან. ამ თვეში თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, გექნებათ გასაუბრება, რომელიც გადამწყვეტი იქნება თქვენი კარიერისთვის. შესაძლოა დაიწყოთ ფიქრი საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე. 8 იანვრიდან კი ვენერა თქვენს მე-11 სახლში შევა, რაც მეგობრებს, კოლექტივს და საახლობლო წრეს უკავშირდება. გაიზრდება სოციალურ ქსელში თქვენი მეგობრების რაოდენობა, უფრო პოპულარულები გახდებით. ან შესაძლოა ერთი და ძალიან ახლო მეგობარი გამოგიჩნდეთ. ასევე მოსალოდნელია თქვენმა მეგობრებმა გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც შეგიყვარდებათ.

 

თევზები

იანვარი კარგი თვეა ფინანსებისთვის. აუცილებლად გაიზრდება თქვენი შემოსავლები, თუმცა ხარჯებიც ბევრი გექნებათ. კარგი თვეა უძრავი ქონების ან მანქანის ყიდვისთვის. 6 იანვარს მზის დაბნელება თქვენს მე-11 სახლზე გაივლის, ეს თქვენს ოცნებებს შეეხება. სწორედ ამ დღიდან თქვენ გადადგამთ პირველ ნაბიჯს თქვენი მიზნების მისაღწევად. წამოიწყებთ ონლაინ ბიზნესს, გაგიჩნდებათ ახალი და მომგებიანი იდეები. სოციალურ ქსელებში ბევრად მეტი გამომწერი გეყოლებათ და პოპულარულები გახდებით. თუ „იუთუბზე“ ვიდეოების განთავსებას გეგმავთ, ბევრი მნახველი გეყოლებათ და ამით ფულსაც იშოვით. ურანი, რომელიც თქვენი ფინანსების სახლში იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში და არასტაბილურობას იწვევდა, შემოტრიალდება და პირდაპირი მიმართულებით დაიწყებს სვლას. შესაბამისად თქვენი ფინანსური პრობლემები თანდათანობით მოგვარდება და მარტის თვიდან უკვე სამუდამოდ გადაწყდება. სიყვარულსა და კარიერას ერთმანეთს კარგად შეუთავსებთ. უფრო მეტიც, თქვენი პარტნიორი შესაძლოა დაგეხმაროთ კარიერულ წინსვლაში. 20-დან 25 იანვრის ჩათვლით ვენერა იუპიტერს შეუერთდება და თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია შემოთავაზებები, აუცილებლად გაგიმართლებთ როგორც სამსახურში, ასევე სიყვარულშიც.

 

ავტორი: მარიამ გიგანი