12 წლის გოგონა, რომელიც ნაადრევად ბერდება, ინტერნეტ სენსაციად იქცა (ვიდეო)

13:43 01-08-2019
1348

ადალია როუზი 12 წლის გოგონაა, რომელსაც უიშვიათესი დაავადება აქვს. პროგერია, იგივე ჰატჩინსონ-გილფორდის სინდრომი, ნაადრევ დაბერებას იწვევს. ადალია როუზი ნორმალურზე 10-ჯერ სწრაფი ტემპით ბერდება.

უმძიმესი სინდრომის მქონე 12 წლის გოგონა ამერიკული სოციალური მედიის ვარსკვლავი გახდა. იგი „იუთუბზე“ აქტიურად აქვეყნებს ვიდეოს და უამრავი ადამიანისთვის მოტივატორადაც იქცა. მისი ენთუზიაზმი და სიცოცხლის სიყვარული, ბევრისათვის შთაგონების წყაროც გახდა. იგი აქვეყნებს როგორც სახუმარო ვიდეოებს, ასევე ინსტრუქციებს თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს და როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი.

როგორც თავად ამბობს, მას ძალიან უყვარს ამ ვიდეოების ჩაწერა, მოსწონს „ბარბით“ თამაში და მაკიაჟის კეთება.

ადალიას მშობლების თქმით, არ იციან თუ როდემდე იცოცხლებს მათი შვილი და ამიტომ, ცდილობენ ამ თემაზე არ იფიქრონ და ყოველი დღით დატკბნენ.

პროგრეიას სინდრომის მქონე ბავშვები, როგორც წესი 15-16 წლის ასაკამდე ან იშვიათ შემთხვევაში 20 წლამდე ცხოვრობენ. მსოფლიოს მასშტაბით, ამ სინდრომით მხოლოდ 100 ბავშვია დაავადებული.

ავტორი: მარიამ გიგანი