უწმინდესმა ალილოს მონაწილეები დალოცა

17:18 01-07-2019
37

პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა. ალილოს პატარა მონაწილეები საპატრიარქოსთან იმყოფებოდნენ. მათ უწმინდესმა ტკბილეული გადასცა და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.

"გილოცავთ ქრისტეშობას. ბედნიერება სუფევდეს საქართველოში და მსოფლიოში. გაიხარეთ და გაგვახარეთ", - მიმართა ილია მეორემ პატარებს.

საპატრიარქოსთან ალილოს მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები დახვდნენ.