ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების დელეგატები იმერეთის კურორტების სამკურნალო თვისებებს ეცნობიან

რეგიონი 1713887232

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების დელეგატები იმერეთის კურორტების სამკურნალო თვისებებს ეცნობიან

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის  დელეგატებს ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი  "№6 წყარო" - ე.წ. „სტალინის აბაზანა“ და ველნეს სპა ,,Be Healthy დაათვალიერებიეს.დელეგატები ადგილზე გაეცნენ მინერალური წყლებით სამკურნალო პროცედურებს.კურორტის თერმულ-რადონულ მინერალურ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს,  ის სამოცამდე დაავადებას კურნავს.როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, მკურნალობა კომპლექსურად მიმდინარეობს, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით,  ენიშნებათ მინერალური წყლის აბაზანები, სამკურნალო ფიზკულტურა, კლასიკური სამკურნალო და წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი, ფიზიო-თერაპია, ელექტროთერაპია და სხვა პროცედურები. წყალტუბოს წყალი სასარგებლოა რევმატიზმით, პოლიომიელიტითა და ცერებრული დამბლებით დაავადებული ბავშვებისთვისაც.ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დელეგატებმა სხვადასხვა  სანატორიუმი დაათვალიერეს და ზოგადად, წყალტუბოს საინვესტიციო გარემოსა და ბალნეოლოგიური კურორტის შესაძლებლობებზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.როგორც ქართულმა მხარემ აღნიშნა ქვეყანაში, ბიზნეს-საინვესტიციო გარემო ჯანსაღია და რეგიონი მზად არის მოისმინოს ახალი ბიზნეს იდეები, ასევე მხარი დაუჭიროს რეგიონის განვითარებას.კურორტ წყალტუბოს დათვალიერების შემდეგ ქვეყნების წარმომადგენლები კურორტ საირმეს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ მიწის სიღრმეში გეოლოგების აღმოჩენილი ცხელი თერმული წყაროების უნიკალურობასა და სამკურნალო შესაძლებლობებს.საერთაშორისო ასამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტოს” ეგიდით იმართება.

რიკოთი

საზოგადოება 1713886436

რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება - დეტალურად

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით  01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება.დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კუბო

მსოფლიო 1713885586

60 ათასი სვაროვსკის კრისტალით გაწყობილი კუბო, რომელიც ცნობილ მსახიობს ეკუთვნოდა, 3 მილიონად იყიდება

მოსკოვში, სამგლოვიარო ოფისმა გასაყიდად გამოიტანა კუბო 60 ათასი სვაროვსკის კრისტალით, რომლის ღირებულება სამი მილიონი რუბლია. ამის შესახებ "SHOT Check" იუწყება.კუბო, სავარაუდოდ, ცნობილი მსახიობის ახლობლებმა შეუკვეთეს, მაგრამ შემდეგ ოჯახმა გადაიფიქრა და მიცვალებულის კრემაცია გადაწყვიტა. დიდი ხნის განმავლობაში, გამოუყენებელი პროდუქტი უბრალოდ იმტვერებოდა კომპანიის საწყობში, მაგრამ ახლა გაახსენდათ და გადაწყვიტეს გაყიდვა.ასევე ნახეთ:„მე მინდა გავხდე თბილისის მერი… ამ ქალაქს დავალაგებ ისე, რომ არც ერთი უკმაყოფილო კაცი არ იქნება” – გიორგი ყიფშიძეNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს

რატი ბრეგაძე

პოლიტიკა 1713885554

29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მივდივარ, რადგან მინდა ერთიანი საქართველო, მშვიდობა, სუვერენიტეტი, მინდა, ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.„მივდივარ იმიტომ რომ: მინდა ერთიანი საქართველო; მინდა მშვიდობა; მინდა სუვერენიტეტი; მინდა, ახდეს მრავალი თაობის ოცნება და ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში; მინდა უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის;მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს დიდი გამარჯვების უნარი; მჯერა, რომ ჭეშმარიტებას შობს ცოდნა და ურთიერთპატივისცემა; მჯერა, რომ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელიც ჰუმანურობითაა განმსჭვალული, სამარადჟამოდ იქნება აღიარებული და დაფასებული“, - წერს რატი ბრეგაძე.

საკონკურსო კომისია

საზოგადოება 1713885375

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა კომისიამ გამოაცხადა, რომლის პირველი სხდომაც დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ორბელიანების სასახლეში გაიმართა და რომელსაც ფილოლოგი ვალერი ასათიანი უხელმძღვანელებს.პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების, ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ხუთისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს პრემიას, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი ჯილდო.პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება ელექტრონულად 2024 წლის 23 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114, ასევე ელექტრონულად, მისამართზე: info@president.gov.ge. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888.